საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციაარის წევრობაზე დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირი. იგი შეიქმნა საქართველოში სკუტერების ინდუსტრიის განსავითარებლად რომელიც მოიცავს : სკუტერებს, ელექტრო სკუტერებს, თოვლის სკუტერებს. ასევე მისი დაარსების საფუძველს წარმოადგენს საქართველოში ჰაერის დაბინძურების შემცირება ეკო-მეგობრული ტრანსპორტის - სკუტერების განვითარების გზით.
საქართველოს ჩემპონატებისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება
სკუტერების ეროვნული რეკორდების რეგისტრაცია და დამტკიცება
საქართველოს სკუტერების ეროვნული ნაკრების გუნდის ფორმირება და მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა შეჯიბრებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, სხვადასახვა საერთაშორისო შეჯიბრებები)
სპორტსმენ სკუტერების მომხმარებლების პროფესიული მომზადების სისტემის სრულყოფა
ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა
ფედერაციის წევრები შეიძლება იყვნენ ფიზიკური პირები: სკუტერების, ელექტრო სკუტერების, თოვლის სკუტერების მომხმარებლები, სკუტერების სფეროში დასაქმებული ექიმები და სკუტერების მომსახურე სხვა პერსონალი, აგრეთვე ის იურიდიული პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სკუტერებთან, სპორტული კლუბები და სხვა
ფედერაცია პასუხისმგებელია მისი წევრების უფლებების დაცვაზე, ასევე მათი ინტერესების წარდგენაზე სახემლწიფო სტრუქტურებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში
ფედერაცია ღიაა ახალი წევრების მისაღებად, განცხადება განიხილება ფედარციის გამგეობის მიერ