7ოქტ

სპორტული შეჯიბრი
"Extreme Fest"

საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით 7 ოქტომბერს გაიმართება სპორტული შეჯიბრი "Extreme Fest". დედაენის პარკი უმასპინძლებს ადგილობრივ Kickscooter მოყვარულებს, ასევე მონაწილეებს შემდეგ კატეგორიებში: Skateboard, BMX და Aggressive Inline.

27აგვ

ელექტრო სკუტერების ერთობლივი მარათონი

ბათუმში გაიმართა ელექტრო სკუტერების ერთობლივი მარათონი. ღონისძიება საკმაოდ მაშტაბური და სანახაობრივი გამოდგა. სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი უჩა აბრამიშვილი და სპორტული ცენტრის სხვადასხვა სექციის სპორტსმენებიც ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში.

14ივლ

პირველად საქართველოში! ელექტრო სკუტერების ბიზნეს ლიგა

საქართველოში პირველად ელექტრო სკუტერების ბიზნეს ლიგა : 14 ივლისს "ლისი ლემანი" ელოდება კომპანიებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ეკო-მეგობრული პლატფორმის განვითარება...

7მაისი

ჩვენი ფედერაციის და eSC ჯგუფის პირველი კონტაქტი

შედგა პირველი კონტაქტი საქართველოს სკუტერების ეროვნულ ფედერაციასა და მსოფლიოში პირველ ელექტრო სკუტერების ოფიციალური ჩემპიონატის ორგანიზატორებს შორის. ონლაინ ზარის მეშვეობით შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტები...

1ივნ

ბავშვთა საერთაშორისო დღე

1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით იყო წარდგენილი საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია ქ. ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე. ღონისძიება გაიმართა ქ. ქუთაისის მერიის ინიციატივით, იგი მოიცავდა ბავშვთა გასართობ აქტივობებს და სპორტულ სახელოვნებო პროგრამებს.

22აპრ

დედამიწის დღე

"დედამიწის დღის“ აღსანიშნავად საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციამ იმერეთის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ქ. ქუთაისის მარიამ ყაუხჩიშვილის სახელობის მე-17 საჯარო სკოლაში ჩაატარა სემინარი ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მნიშვნელობის შესახებ.

6აპრ

მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღე

6 აპრილის - იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მსოფლიო სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ნინოშვილის პარკში.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის სპორტულ სკოლათა გაერთინების სხვადასხვა სპორტ სკოლის..

25თებ

საკოორდინაციო შეხვედრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტთან

საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 25 თებერვალს 16.00 საათზე ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში შედგა ურთიერთანამშრომლობის საკოორდინაციო შეხვედრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტთან.

17თებ

ელექტრო სკუტერის მოძრაობის ძირითადი წესების სწავლების პროექტი

მოგეხსენებათ რომ საქართველოს სკუტერების ეროვნულმა ფედერაციამ გასული წლის ბოლოს ჩაატარა სემინარი ქ. თბილისის 112-ე საჯარო სკოლაში თემაზე "ეკო-მეგობრული სატრანსპორტო ალტერნატივა"

18დეკ

"ეკო-მეგობრული რუსთავი"

18 დეკემბერს რუსთავის ცენტრალურ პარკში ქ. რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოხდა ელექტრო სკუტერების გამოფენა და ასევე ახალგაზრდა მხატვრების მიერ საკუთარი ხედვის დემონსტრირება ეკო მეგობრულ თემატიკაზე

17ნოემ

ეკო-მეგობრული სატრანსპორტო ალტერნატივა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს სკუტერების ეროვნულმა ფედერაციამ გამართა შეხვედრა / სემინარი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე საჯარო სკოლაში

23ოქტ

მეორე ეკო მეგობრული ტრანსპორტის გამოფენა დედაენის პარკში

ჩატარდა ჩვენი ფედერაციის მიერ ორგანიზებული რიგით მე-2 „ეკო-მეგობრული ტრანსპორტის გამოფენა“. 23 ოქტომბერს დედაენის ბაღში მონაწილე კომპანიებმა მოახდინეს 25-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სკუტერის წარდგენა საზოგადოებისათვის.