1 ივნისი, 2022

1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით იყო წარდგენილი საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია ქ. ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე. ღონისძიება გაიმართა ქ. ქუთაისის მერიის ინიციატივით, იგი მოიცავდა ბავშვთა გასართობ აქტივობებს და სპორტულ სახელოვნებო პროგრამებს. ჩვენმა მომავალმა თაობამ დიდი ინტერესი გამოხატა სკუტერების მიმართ. ჩვენი ფედერაცია მომავალშიც გააგრძელებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ბავშვებთან მუშაობას.

მადლობას ვუხდით ღონისძიებაში მონაწილეობის ორგანიზებისათვის იმერეთის რეგიონის ოლიმპიურ კომიტეტს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ჩვენი ფედერაციის იმერეთის რეგიონის კოორდინატორს გიორგი გუბელაძეს

ყველა სიახლის ნახვა