საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია
- ფედერაცია არის წევრობაზე დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირი
- ფედერაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა ფედერაციის ყრილობა, რომლის მოწვევა ხდება წელიწადში ერთხელ გამგეობის მიერ
- ფედერაციის გამგეობა არის ფედერაციის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი ორგანო. გამგეობა შედგება 9 (ცხრა) მუდმივი წევრისაგან, მათ შორის, გამგეობის თავმჯდომარის (პრეზიდენტი), თავმჯდომარის პირველი მოადგილის (პირველი ვიცე-პრეზიდენტი), მეორე ვიცე-პრეზიდენტისა (თავმჯდომარის მეორე მოადგილე), გენერალური მდივნისა და ყრილობაზე არჩეული 5 წევრისაგან. გამგების არჩევა ხდება ფედერაციის ყრილობის მიერ
- გამგეობის საქმიანობას ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე (ფედერაციის პრეზიდენტი)