23 ოქტ, 2021
ჩატარდა ჩვენი ფედერაციის მიერ ორგანიზებული რიგით მე-2 „ეკო-მეგობრული ტრანსპორტის გამოფენა“. 23 ოქტომბერს დედაენის ბაღში მონაწილე კომპანიებმა მოახდინეს 25-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სკუტერის წარდგენა საზოგადოებისათვის
სასიამოვნოა რომ მოსახლეობის დაინტერესება გაცილებით მაღალი იყო ივლისში ჩატარებულ პირველ გამოფენასთან შედარებით - 3 საათის განმავლობაში ჩვენს საპრეზენტაციო და დასასვენებელ ზონაში 1500-ზე მეტი ადამიანი გვესტუმრა. აშკარაა რომ საზოგადოების ცნობიერება და დაინტერესება ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მიმართ მატულობს, რაც ძალიან სასიხარულოა
ასევე სასიამოვნო სიახლე იყო, რომ კომპანიების მხრიდან ამჯერად დამსწრე სტუმრებისათვის წარდგენილ იქნა არა მხოლოდ ელექტრო სკუტერები, არამედ ეგრეთ წოდებული „თვითმგორავები“, რომელთა მოხმარება 2 წელზე უფროსი ნებისმიერი ბავშვისათვის დასაშვებია. მსგავსი თვითმგორავებით სკეიტ პარკში მყოფმა ახალგარზდა თაობამ შემოგვთავაზა Free Style ტიპის ილეთები და ბევრი კომპლიმენტიც დაიმსახურა. მომავალში ჩვენი ფედერაცია აუცილებლად გეგმავს სკეიტ პარკების მოყვარულთათვის ჩემპიონატის ჩატარებას - ამჟამად მიმდინარეობს კრიტერიუმების დაზუსტება
ჯამში წინა გამოფენისგან განსხავებით, რომელშიც 5 კომპანია მონაწილეობდა 23 ოქტომბერს დედაენის ბაღში საკუთარი ბრენდი წარადგინა 10-მა კომპანიამ. აი მათი ჩამონათვალიც :
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენი ღონისძიებას გამოეხმაურნენ ქართული სამაუწყებლო არხები. „იმედმა“, „რუსთავი 2-მა“ და „ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მოამზადეს სპეციალური სიუჟეტები 23 ოქტომბრის გამოფენის შესახებ რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას ეკო-მეგობრული სატრანპორტო ალტერნატივის მიმართ. დიდი მადლობა მათ ამისთვის
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტულად ამ ღონისძიებაზე მხარდაჭერისათვის და ზოგადად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მოწყობა/განვითრებისათვის.