14 ივლისი, 2023
მოგეხსენებათ შარშან eSC ჯგუფის მიერ ჩატარდა ელექტრო სკუტერების პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელმაც გლობალური მასშტაბით დიდი წვლილი შეიტანა სპორტის ამ ახალი სახეობის და ზოგადად მიკრომობილობის განვითარებაში
ისიც მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ფედერაცია მუდმივ კონტაქტზე იყო eSC-ის შემადგენლობასთან, მათთან შეთანხმებით აქტიურად გააშუქა ჩემპიონატის პერიპეტიები და საჭირო გამოცდილებაც შეიძინა მსგავსი ღონისძიების ორგანიზების
ეხლა კი დადგა დრო ელექტრო სკუტერების შეჯიბრი ჩვენთან - საქართველოშიც ჩატარდეს.
"ელექტრო სკუტერების ბიზნეს ლიგა" - სწორად ასე ერქმევა პირველ ღონისძიებას, რომელიც გაიმართება ივლისში "ლისი ლემანის" ტერიტორიაზე და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს კომპანიები. ტურნირში მონაწილეობით ბინზეს წრეებს საშუალება მიეცემათ განავითარონ კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და შეურთდნენ ეკო-მეგობრული პლატფორმის ცნობიერების ამაღლებას
კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატში. თითოეული კომპანია შერჩეულია იმ კრიტერიუმით, რომ ისინი იზიარებენ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR) და უერთდებიან ეკო-მეგობრული ტრანსპორტის განვითარების პლატფორმას
მაშ ასე მონაწილე # 1 და ასევე ბიზნეს ლიგის გენერალური სპონსორი იქნება კომპანია "ჯეტი" (JET), რომელიც უზრუნველყოფს ელექტრო სკუტერების გაქირავების ძალიან ეფექტურ სერვისს თბილისსა და ბათუმში. წარმატებები მათ წარმომადგენელს ჩემპიონატში
მონაწილე #2 არის უდიდესი ტრადიციების მქონე სასტუმრო კომპლექსი "ჰილტონი", რომელიც წარმოდგენილი იქნება ახალ გახსნილი ულამაზესი სასტუმროთი - Hilton Garden Inn Tbilisi Riverview. მადლობა Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ს რომ ზრუნავს ეკო-მეგობრული გარემოს გაუმჯობესებაზე და წარმატებები მათ მონაწილეებს ჩემპიონატზე
მონაწილე #3 არის სარეკლამო სტენდების და მარკეტინგული სერვისის მქონე ახალგაზრდა თაობის მიერ დაფუძნებული კომპანია RGB Solutions. მადლობა მათ რომ უფრთხილდებიან ეკოლოგიურ გარემოს და იღებენ მონაწილეობას ყველაზე თანამედროვე სპორტულ აქტივობაში
ესეც ჩვენი ბიზნეს ლიგის მონაწილე #4 - ელექტრო სკუტერების იმპორტიორი კომპანია "IYI Electric Scooters / იუი ელექტრო სკუტერები", რომელიც არის ბრენდ Kugoo-ს დისტრიბუტორი საქართველოში და ზაფხულის სეზონს განახლებული მოდელებით ხვდება
მონაწილე #5 არის მაღაზიათა ქსელი "თაიმი" ( TI'ME ), რომელიც საქართველოში ოპერირებს აგერ უკვე 10 წელიწადია და მსოფლიოში ცნობილი 40-მდე ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში