18 დეკემბერი, 2021

საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის პროექტი "ეკო-მეგობრული რუსთავი" წარმატებით შედგა : 18 დეკემბერს რუსთავის ცენტრალურ პარკში ქ. რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოხდა ელექტრო სკუტერების გამოფენა და ასევე ახალგაზრდა მხატვრების მიერ საკუთარი ხედვის დემონსტრირება ეკო მეგობრულ თემატიკაზე

მადლობა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტს ამ პროექტის გაზიარებისთვის და ეკოლოგიის გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯებისათვის. ასევე დიდი მადლობა რუსთავის "სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს Cyc Centre"-ს და "რუსთავსერვისს"

გარდა ამისა მადლობას ვუხდით ელექტრო სკუტერების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს მონაწილეობისათვის და რუსთავის მოსახლეობისათვის ეკო-მეგობრული სატრანსპორტო ალტერნატივის გაცნობისათვის

სასიამოვნოა რომ რუსთაველმა ახალგარდებმა ინტერესი გამოხატეს ღონისძიების და ზოგადად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მიმართ. ასევე გამორჩეული ყურადღება დაიმსახურა ახალგაზრდა ხელოვანი საზოგადოების მიერ შექმნილმა შემოქმედებითმა ნამუშევრებმა

დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ეს ჩვენი ფედერეციის პირველი ღონისძიება იყო და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. ეროვნული ფედერაციის მიზანი და მოვალეობა სწორედ რომ სრულიად საქართველოს მუნიციპალიტეტების დაფარვაა

ყველა სიახლის ნახვა