27 აგვისტო, 2023
🛴ერთი წლის წინ - 27 აგვისტოს ბათუმში პირველად ჩატარდა ელექტრო სკუტერების ერთობლივი მსვლელობა 🛴ტრადიცია გრძელდება და წელსაც - 27 აგვისტოს ელექტრო სკუტერების ყველა მოყვარულს ველოდებით ანბანის კოშკთან 17.00 საათზე 🛴ადგილზე გაიმართება ელექტრო ტრანსპორტის გამოფენა, შემდგომ კი ელექტრო სკუტერების ერთობლივი მარში 🛴მოიყვანეთ თქვენი ელექტრო სკუტერი და შემოგვიერდით. თუ ელექტრო სკუტერი არ გყავთ - მაინც გვესტუმრეთ, რადგან კომპანიები "Scroll" / "JET" / "ELEVEN" / "To Go" მზად არიან ნებისმიერ სტუმარს ღონისძიების ფარგლებში მოემსახურონ სრულიად უფასოდ!!!! 🛴პროექტი იმართება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია "თანამედროვე სპორტი ჯანსაღი მომავლისთვის"
ელექტრო სკუტერების საერთო მსვლელობის მარშრუტს : მსვლელობა დაიწყება 19.00 საათზე ანბანის კოშკთან და დასრულდება ევროპის მოედანზე 19.40-ზე
🛴უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩვენს მსვლელობას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. მათი წარმომადგნელები შემოუერთდებიან ჩვენს კოლონას და მარშრუტის ბოლომდე გაგვიწევენ მეგზურობას. მადლობას ვუხდით საპატრულო პოლიციის დეპარტემენტს ეკო-მეგობრული პლატფორმის მხარში დგომისთვის
🛴ხვალ, 27 აგვისტოს, ელექტრო სკუტერების ყველა მოყვარულს გელოდებით ანბანის კოშკთან
საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია
"თანამედროვე სპორტი ჯანსაღი მომავლისთვის" ორგანიზებით და ა(ა)იპ სპორტული ცენტრის მხარდაჭერით
ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართა ელექტრო სკუტერების ერთობლივი მარათონი.
ღონისძიება საკმაოდ მაშტაბური და სანახაობრივი გამოდგა.
სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი უჩა აბრამიშვილი და სპორტული ცენტრის სხვადასხვა სექციის სპორტსმენებიც ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში.
მსგავსი აქტივობები ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
ბათუმში ჩატარებული ღონისძიების დეტალებს. დღეს გამოფენის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას, ხოლო შემდგომ პოსტებში გარბენს შევეხებით
🛴ელექტრო სკუტერების გამოფენა პირველად ჩატარდა ქალაქ ბათუმში, მისი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში ელექტრო ტრანსპორტის მიმართ და კომპანიების მიერ წარდგენილი მოდელების გაცნობა. მონაწილე კომპანიები იყვნენ:
✅ Scroll
✅ JET
✅ Eleven
✅ To Go
✅ IYI Electric Scooters
✅ Metromart
✅ MiStore
🛴გამოფენა გაიმართა ანბანის კოშკთან და მისი მხარდამჭერი იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. ბათუმის სპორტის ცენტრი. ფედერაციის სახელით მადლობას ვუხდით ბათუმის მერიას, სპორტის ცენტრს და ყველა მონაწილე კომპანიას