7 ოქტომბერი, 2023
🛴📣ჩატარდა საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის თანაორგანიზებით და მხარდაჭერით დაგეგმილი სპორტული ფესტივალი "Extreme Fest"❗❗❗ 🛴📣7 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის და ჩვენი ფედერაციის კოლაბორაციის შედეგად დედაენის პარკმა უმასპინძლა ყველაზე ახალგაზრდულ ექსტრემალურ სპორტულ შეჯიბრს. შეჯიბრის ერთ-ერთი კატეგორია კი "ქიქ სკუტერებით" შეჯიბრი იყო. ქიქ სკუტერების კატეგორია, ცნობილი როგორც "Freestyle Scootering" ჯერ-ჯერობით არ არის აღიარებული როგორც ოლიმპიური სახეობის სპორტი, თუმცა მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარულია და მასობრივ აუდიტორიას ფლობს 🛴📣სწორედ ამ "Freestyle Scootering" სახეობაში მიიღეს მონაწილეობა ახალგარზდა ექსტრემალებმა, ხოლო მათი შეფასება ხდებოდა პროფესიონალი ჟიურის მიერ, რომელთა ერთ-ერთი წევრიც ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელი იყო 🛴📣საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ქიქ-სკუტერების ინდუსტრიის განვითარებას. გიზიარებთ ღონისძიების ფოტოებს. შემდეგ პოსტებში დამატებით გაგიზიარებთ შეჯიბრის დეტალებს და ასევე მოგიყვებით მსოფლიოში ქიქ-სკუტერების ინდუსტრიის განვითარების ისტორიასაც "თანამედროვე სპორტი ჯანსაღი მომავლისთვის"
🛴📣საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით 7 ოქტომბერს გაიმართება სპორტული შეჯიბრი "Extreme Fest"❗❗❗ 📣14:00 საათიდან დედაენის პარკი უმასპინძლებს ადგილობრივ Kickscooter მოყვარულებს, ასევე მონაწილეებს შემდეგ კატეგორიებში: Skateboard, BMX და Aggressive Inline. კონკურსის ფორმატის, პრიზებისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაციას შემდგომ პოსტებში მოგაწვდით