6 აპრილი, 2022

6 აპრილის - იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მსოფლიო სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ნინოშვილის პარკში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის სპორტულ სკოლათა გაერთინების სხვადასხვა სპორტ სკოლის აღსაზრდელებმა, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრები და ასევე ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ღონისძიებაზე წარდგენილი იყო საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია. დამსწრე სტუმრებზე მოხდა ელექტრო სკუტერის - როგორც თანამედროვე ახალი სპორტის სახეობის წარდგენა და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მნიშვნელობის ხაზგასმა

მოსწავლე ახალგაზრდობამ დიდი ინტერესი გამოხატა ელექტრო სკუტერის მიმართ, მათ ქონდათ საშუალება გამოეცადათ სკუტერი რითაც ბევრმა სტუმარმა ისარგებლა. ჩვენი ფედერაციის და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა გაგრძელდება - საერთო მიზანს იმერეთის რეგიონში სასკუტერე ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანსაღი ტრანსპორტის მიმართ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

ყველა სიახლის ნახვა