25 თებერვალი, 2022

საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 25 თებერვალს 16.00 საათზე ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში შედგა ურთიერთანამშრომლობის საკოორდინაციო შეხვედრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტთან.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ქუთაისის ვიცე მერმა დავით ერემეიშვილმა, ასევე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ და მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა მირზა მამასახლისმა. გარდა ამისა შეხვერდას ესწრებოდნენ იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე რევაზე რობაქიძე და პარლამენტში ქ. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები

ასევე შეხვედრის მონაწილეები იყვნენ საერთაშორისო ცენტრ "ევროხიდის" დამფუძნებლები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) თანამშრომლები და რაც მთავარია სასკუტერე ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები : NIU E-Scooters, Ilori2005 // ილორი2005, kicky.city, Xiaomi Georgia • შაომი საქართველო, Metromart • მეტრომარტი, IYI • Electric Scooter / იუი • ელექტრო სკუტერები

შეხვედრაზე მოხდა საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა. ასევე იმერეთის რეგიონში სასკუტერე ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივების განხილვა და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტების შეფასება. ღონისძიების შედეგად დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა, სადაც კონკრეტულად მოხდება სასკუტერე ინფრასტრუქტურისათვის ყველაზე აქტუალური საკითხების განსახილველად დაყენება. ასევე დაიგეგმა 2 მაისს - ქუთაისობის ღონისძიებაში ჩართვა ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით

მადლობას ვუხდით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტს, პარლამენტის ბიუროს და სკუტერების ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს დასწრებისათვის. ასევე მადლობას ვუხდით საერთაშორისო ცენტრ "ევროხიდს" შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობისათვის

ყველა სიახლის ნახვა