17 ნოემბერი, 2021
მეგობრებო,
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს სკუტერების ეროვნულმა ფედერაციამ გამართა შეხვედრა / სემინარი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე საჯარო სკოლაში. სემინარის თემა : "ეკო-მეგობრული სატრანსპორტო ალტერნატივა". სემინარის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებთან განხილულ იქნა გარემოს დაცვის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევები და ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ამ პროცესში. მოხდა ეკო-მეგობრული ტრანსპორტის - ელექტრო სკუტერის მოხმარების სარგებლიანობის ხაზგასმა და ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრების წესის წახალისება :
- სასიამოვნოა, რომ 112-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი ინტერესი გამოხატეს სემინარის მიმართ, დასვეს კითხვები და გამოიჩინეს ინიციატივები. სემინარის ბოლოს ყველა მოსწავლეს საშუალება მიეცა სკოლის ეზოში გაეტესტა სკუტერი - ეკატავა და მოესმინა პროფესინალური კონსულტაცია ფედერაციის ტრენერებისგან მისი მოხმარების წესების შესახებ. ასევე მოსწავლეებს გადაეცათ სპეციალური მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელები
- მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განყოფილების წარმომადგენელს გია ბეგიაშვილს. ასევე დიდი მადლობას ვუხდით 112-ე საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო თაბაგარს. ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა ახალგაზრდებში ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ცნობიერების ამაღლების მსგავსი ღონისძიებები აუცილებლად გაგრძელდება
საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია
''თანამედროვე სპორტი ჯანსაღი მომავლისთვის''