22 აპრილი, 2022

22 აპრილს - "დედამიწის დღის“ აღსანიშნავად საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციამ იმერეთის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ქ. ქუთაისის მარიამ ყაუხჩიშვილის სახელობის მე-17 საჯარო სკოლაში ჩაატარა სემინარი ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მნიშვნელობის შესახებ. სემინარს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, მოწვეული სტუმრები და რაც მთავარია მოსწავლეები - ჩვენი მომავალი თაობა. სემინარის განმავლობაში ხაზგასმულ იქნა ეკოლოგიის გაფრთხილების მნიშვნელობა, მის დასაცავად გასატარებელი საჭირო ქმედებები და რაც მთავარია მოხდა ელექტრო სკუტერის - როგორც ყველაზე ეკო მეგობრული ტრანსპორტის წარდგენა.

სკოლის მოსაწვლეები ინტერესით შეხვდნენ ახალი სატრანსპორტო ალტერნატივის შეთავაზებას, დასვეს კითხვვები და ელექტრო სკურებზეც კი იკატავეს სააქტო დარბაზში.

შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით მე-17 საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ გიორგი ოსაძეს და ასევე იმერეთის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს.

ყველა სიახლის ნახვა