17 თებერვალი, 2022

მეგობრებო, მოგეხსენებათ რომ საქართველოს სკუტერების ეროვნულმა ფედერაციამ გასული წლის ბოლოს ჩაატარა სემინარი ქ. თბილისის 112-ე საჯარო სკოლაში თემაზე "ეკო-მეგობრული სატრანსპორტო ალტერნატივა"

ამ შეხვედრის დადებითი გამოხმარების შედეგად კომპეტენტური პირების რეკომენდაციით ჩვენმა ფედერაციამ გადაწყვიტა ინიციატივის დაყენება იმის თაობაზე, რომ ელექტრო სკუტერით მოძრაობის წესები უნდა ისწავლებოდეს სასწავლო პროგრამით

მოგეხსენაბათ, ამჟამად საჯარო სკოლებში ისწავლება საგანი "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება". ეს არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი

სწორედ ამ პროექტის ნაწილში გვაქვს სურვილი, რომ ისწავლებოდეს ელექტრო სკუტერით მოძრაობის ძირითადი წესები. მსგავსი ფორმატის სწავლება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებას ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მიმართ. განაცხადი შეტანილია, დაველოდოთ პასუხს.

ყველა სიახლის ნახვა