10 აპრილი,2021
10 აპრილს საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისში კუს ტბის ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტების და ფედერაციის წარმომადგენლების მიერ ჩატრადა გარემოს დაცვის ეგიდით კუს ტბის დასუფთავების აქტივობა.
აქტივობის შედეგად სრულად დასუფთავდა კუს ტბის სასეირნო ბილიკების მიმდებარე ტერიტორია და ასევე მომიჯნავე მოსასვენებელი ტყე-პარკის ლოკაციები. სამუშაო დღის განმავლობაში ასევე მოხდა კუს ტბის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებთან გასაუბრება და გარემოს დაცვის აუცილებლობის ხაზგასმა.
მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება. გარემოს დაცვა და სამოქალაქო ცნობიერების ამ კუთხით ამაღლება ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს.