21 აპრილი, 2021

21 აპრილს საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლობა ეწვია ქ. თბილისში დედაენის ბაღში განთავსებულ სკეიტ პარკს სადაც მოხდა სკუტერების მოყვარული ახალი თაობის გაცნობა. ახალგაზრდა სკუტერების მოყვარულებმა სკუტერის მოხმარების საოცარი უნარების დემონსტრაცია მოახდინეს. ასევე მათთან გასაუბრებისას მოხდა სკუტერების მომავალი ჩემპიონატის გამართვის დეტალებზე საუბარი და შეჯიბრებითობის კრიტერიუმების დაზუსტება.

საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია ივნისში ჩაატარებს სკუტერების ჩემპიონატს და სწორედ ამ შეჯიბრისათვის ხდება მონაწილეობის და შეფასების წესების შეთანხმება.

სკეიტ პარკის ახალმა თაობამ ინტერესი გამოხატა ჩემპიონატის და ზოგადად ფედერაციის მიმართ. მომავალში ფედერაცია აპირებს ცალკე კვოტა გამოყოს ამ სფეროს წარმომადგენელთათვის და მათი ლიდერი ფედერაციის წევრად დაარეგისტრიროს.

მსგავსი აქტივობები აუცილებლად გაგრძელდება და ფედერაცია ხელს შეუწყობს საქართველოში სკეიტ პარკების განვითარებას.

ყველა სიახლის ნახვა