15 მაისი, 2021

15 მაისს საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია ლისის ტბას ესტუმრა. აქციის ფარგლებში მოხდა მოქალაქეებთან გასაუბრება და სკუტერის - როგორც ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანპორტის მნიშნელობის ხაზგასმა.

ასევე სკუტერების ფედერაციის წარმომადგენლების მიერ მოხდა მოქალაქეებისათვის სკუტერის გატესტვის შესაძლებლობის მიცემა და მისი მოხმარების თავისებურებების ახსნა. მოქალაქეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ფედერაციის და ზოგადად სკუტერის მიმართ. მსგავსი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ხელს შეუწყობს სკუტერის - როგორც ალტერნატიული ტრანსპორტის დამკვიდრებას და საქართველოს ავტოპარკის შემცირებას. ამის შედეგად კი მნიშვნელოვნად მოხდება ეკოლოგიური მდგომარეოპბის გაუმჯობესება.

საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია აუცილებლად გააგრძელებს მსგავს აქტივობებს - ერთად გავუფრილდეთ გარემოს.

ყველა სიახლის ნახვა