26 ივნისი, 2021

26 ივნისს საქართველოს სკუტერების ეროვნულმა ფედერაციამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ჩაატარა ღონისძიება დედაენის ბაღში. ღონისძიების მიზანი იყო :

  • სკუტერების ინდუსტრიაში მოქმედი ყველა წარმომადგენლის ერთამანეთისთვის გაცნობა
  • აღნიშნული წარმომადგენლების აზრების / შეთავაზებების მოსმენა (ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა)
  • ყველაზე აქტუალური საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება
  • ფედერაციის ახალი წევრების წარდგენა / რეგისტრაცია
  • შემდგომი ღონისძიების დაგეგმვა

შეხვედრას ესწრებოდა მერიის წარმომადგენელი და ასევე საქართველოს ველოსპორტის ფედერაცია. ასევე შეხვედრას დაესწრენენ სკუტერების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და გარემოს დაცვის საკითხებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები

მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა ყველა ჩვენ მოწვეულ სტუმარს დასწრებისთვის და ახალი იდეებისათვის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სკუტერების ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. ჩვენმა დამსწრე სტუმრებმა საინტერესო ინიციატივები შემოგვთავაზეს ჰაერის დაბინძურების შემცირების და ასევე ელექტრო სკუტერების საგადასახადო ტვირთისგან გათავისუფლების კუთხით.

ასევე ჩატარდა სპეციალური გამოკითხვა დამსწრეებს შორის ყველაზე აქტუალუირი საკანონმდებლო ინიციატივის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

მსგავსი ღონისძიებები აუცილებლად გაგრძელდება. ყველამ ერთად ერთობლივი ძალით უნდა განვავითაროთ სკუტერების ინდუსტრია.

ყველა სიახლის ნახვა