31 ივლისი, 2021
31 ივლისს მზიურის პარკში საქართველო სკუტერების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა პირველი ეკო მეგობრული ტრანსპორტის გამოფენა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ელექტრო სკუტერების სხვადასხვა მოდელებს და ასევე გაერა ტესტ დრაივი. ღონისძიების სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია სკუტერების შესახებ გამოფენის მონაწილე კომპანიების პროფესიონალი წარმომადგენლებისგან, იკატავეს სკუტერებზე, გადაიღეს სურათები და დაისვენეს ფედერაციის მიერ მოწყობილ ზონაში.
მადლობას ვუხდით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას პროექტის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროექტის მონაწილე კომპანიებს :
ღონისძიება ჩატარდა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. მსგავსი გამოფენა მომავალშიც გაიმართება და დარწმუნებულები ვართ რომ მონაწილეების რაოდენობაც გაიზრდება.
ასეთი ღონისძიებები ემსახურება ეკო მეგობრული ტრანსპორტის მიმართ ცნობიერების ამაღლებას რაც გრძელვადიან პერპექტივაში ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინდუსტრიის განტვირთვას და ეკოლოგიის გაჯანსაღებას.