16 სექტემბერი , 2021
მეგობრებო,
როგორც იცით 26 ივნისს დედაენის ბაღში შედგა ჩვენი ფედერაციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ღონისძიება. შეხვედრაზე განხილულ იქნა სკუტერების ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
ასევე ჩატარდა სპეციალური გამოკითხვა დამსწრეებს შორის ყველაზე აქტუალური საკანონმდებლო ინიციატივის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე აქტუალური საკითხი იყო ელექტრო სკუტერების გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან.
შედეგად ჩვენმა ფედერაციამ მიმართა აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურს და პასუხი შემდეგია :
საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაცია აღნიშნული წერილის საფუძველზე აუცილებლად მიმართავს ფინანსთა სამინისტროს იგივე საკითხის განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაცია გაზიარებულ იქნება ჩვენს გვერდზე.